გაკვეთილის გეგმები


 

 

მასწავლებლის  სახელი,  გვარი, 

ტატიანა გუკი

სწავლების საფეხური/ კლასი

საბაზო,  IX

საგანი

მეორე უცხოური ენა -რუსული ენა (ს III)

მოსწავლეთა რაოდენობა

7,                 სსსმ მოსწავლე არ არის

გაკვეთილის თემა

«Жизнь замечательных людей”


გაკვეთილის მიზანი

მოსწავლე შეძლებს:    

   ლექსიკის მიზანმიმართულად გამოყენებას, სასწავლო და სალაპარაკო ენის სხვაობის შემცირების საშუალებით; 

⮚       უცხოურ  (რუსულ)  ენაზე  ავთენტიკური  ტექსტის  მოსმენის  უნარ-ჩვევების განვითარებას;

   დიალოგის შედგენის უნარის განვითარება ნიმუშის მიხედვით.

⮚

⮚ 

აქტუალურობა

გაკვეთილი წარმოადგენს პრობლემაზე ორიენტირებულს. ვთვლი, რომ სასაუბრო ენა განხვავდება იმ კონსტრუქციებიდან, რომელსაც ვიყენებთ აკადემიური სწავლების დროს.  ახალგაზრდებს ექმნებათ პრობლემები, როდესაც ისინი ხვდებიან ენის მატარებელ თანატოლების წრეში,  უმეტეს შემთხვევაში ქართველ მოსწავლეებს უჭირთ უცხო ენაზე მოსმენილი ავთენტიკური ტექსტის გაგება-გააზრება, დიალოგიური ტექსტის აწყობა.


ესგ–ის მიმართულება და ინდიკატორები

მიმართულება: მოსმენა

უცხ.ს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, მონოლოგი, ინტერვიუ) ყოფით თემებზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

∙         ამოიცნობს, სად    

∙        ამოიცნობს თანამოსაუბრეებს, ინტერვიუერს, რესპონდენტს;

∙         ამოიცნობს საუბრის ძირითად თემას/საკითხებს;

∙         ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, რომელი, როგორი, რამდენი, რატომ და სხვა);

∙         საუბრის შინაარსიდან გამომდინარე გამოაქვს დასკვნა თანამოსაუბრეთა ხასიათის, საქმიანობის, მომავალი გეგმების, ინტერესებისა და მათ შორის არსებული ურთიერთობის (მაგ., მეგობრული, კონფლიქტური, დიდი ხნის ნაცნობები, ახლადგაცნობილები და სხვა) შესახებ;

∙         ინტონაციით განასხვავებს სათქმელის მოდალობას (შეკითხვას, თხოვნას,

მიმართულება: ლაპარაკი

დიალოგური მეტყველება

უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

∙         სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე;

∙         ახერხებს თანამოსაუბრეთა რეპლიკებზე რეაგირებას;

∙         წინასწარი მომზადების საფუძველზე ახერხებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას და მის განმარტებას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ);

∙         წინასწარი მომზადების საფუძველზე აკეთებს სხვადასხვა ტიპის არჩევანს და განმარტავს მას (მაგ., რომელი მსახიობი ურჩევნია და რატომ, სად ურჩევნია წასვლა და რატომ და სხვა);

∙         მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით;

∙         პასუხობს წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებულ კითხვებს.


წინარე ცოდნა და მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეებს  გააჩნია  გარკვეული  ლექსიკური  მარაგი  იმისათვის,  რომ  გაიაზრონ  მოსმენილი  ტექსტის  შინაარსი. მათ  სასინაო დავალებად   ლექსიკური სამუშაო - გაეცნენ მეტყველების სხვადასხვა სტილს ახალგაზრდული სლენგის მაგალითზე, შეუსაბამეს ერთმანეთს სინონიმები და შეადგინეს წინადადებები.

მოსწავლეები

❖  აითვისებენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს;

❖ შეავსებენ ნაკლულ ტექსტს გამოტოვებული სიტყვებით;

❖ შეადგენენ მსგავს დიალოგებს;

 

 

        გაკვეთილის გეგმა       თარიღი: 07.12.2022 წ

 

 

 

N

აქტივობის მიზანი და  აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზება

სასწავლო რესურსი

დრო

1.

საორგანიზაციო მხარის მოგვარება (გაკვეთილზე მოსწავლეთა დასწრებადობის დადგენა)


გაკვეთილის თემის, მიზნისა გამოცხადება და

შეფასების  კრიტერიუმების გაცნობა,ქცევის წესების შეხსენება.

საშინაო დავალების გამოკითხვა


ვერბალური ახსნა ვიზუალური თვალსაჩინოებით

საერთო  საკლასო

ჟურნალი

3 წთ

2.

აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ტექსტის მოსმენამდე ახალი სიტყვების და ფრაზების შესწავლა,სათაურის მიხედვით ვარაუდის გამოთქმა.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი წინასწარ ტექსტიდან ამოწერილი სიტყვებს აცნობს მოსწავლეებს,სიტყვები ფლიპჩარტზე აქვს დაწერილი და გამოკრული აქვს დაფაზე.მაგ;

Наименование –название

Святой-святейший

Фуникулер-горная дорога

Ученый-специалист

могила-захоронение

მასწავლებელი აკითხებს სიტყვებს ,მოსწავლეები იმეორებენ უკეთ დამახსოვრების მიზნით.

შესაბამისობის პოვნა

საერთო საკლასო

ფლიპჩარტზეა ამოწერილია ახალი სიტყვები დიდი ასოებით ვიზუალურად უკეთ აღიქვან მოსწავლეებმა.

4 წთ



3

აქტივობა:მოსმენილი ტექსტის გაგება-გააზრება.

აქტივობის აღწერა:მოსწავლეები უსმენენ ტექსტის ჩანაწერს ორჯერ და მოსმენის  დროს ასრულებენ შესაბამის დავალებას,სადაც უნდა ჩაწერონ გამოტოვებული ინფორმაცია.შემდეგ მოსწავლეები ამოიკითხავენ წინადადებებს.

გამოტოვებული ინფორმაციის შევსება

ინდივიდუალურად

განსაზღვრელი შეფასების სქემა

12 წთ

4

 აქტივობის მიზანი: მოსმენილი ტექსტის გაგება-გააზრება.მოსწავლემ შეძლოს უპასუხოს ტექსტის გარშემო დასმულ კითხვებზე.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი კლასს უსვამს კითხვებს ტექსტიდან.

О чем рассказывает гид?

Что находится в центре Тбилиси?

Как поднятся на Мтацминду?

Что находится рядом с церковью Святого Давида?

В каком году открыли Пантеон?



კითხვა-პასუხი

საერთო საკლასო




განმავითარებელი შეფასება

10 წთ

5.

აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ინტერაქციაში მონაწილეობა

აქტივობის აღწერა: მოსწავლეები შეძლებენ შეადგინონ დიალოგი ნიმუშის მიხედვით,სადაც მოცემულია თარიღები.ნასწავლი ლექსიკო-გრამატიკული კონსტრუქციების სწორად გამოყენების მიზნით მოსწავლეების ცოდნის გათვალისწინებით შეადგენენ მსგავს დიალოგებს.შემდეგ გაიმათამაშებენ დიალოგს.


-В каком году окрыли метро в Тбилиси?

-Метро в Тбилиси открыли в тысяча девятьсот шестьдесят шестом году.

კონსტრუქციების აწყობა







წყვილებში







განმავითერებელი შეფასება







10 წთ







6.

აქტივობის მიზანი: საშინაო დავალების მიცემა

აქტივობის აღწერა: ილუსტრაციების მიხედვით შეადგინონ დიალოგი მოცემული კითხვების მიხედვით.სახელმძღვანელო И.Барсегова 9.გვ.28 #8.

ნიმუშის მიხედვით

საეთო საკლასო


3 წთ

7.

აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს საკუთარი თავის ობიექტურად შეფასება.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ურიგდება თვითშეფასების კითხვარი,რომლების ივსება ინდივიდუალურად 

განმავითარებელი

განმსაზვრელი,

თვითშეფასება

საერთო საკლასო

შეფასების რუბრიკები

3 წთ


Комментариев нет:

Отправить комментарий

ბლოგის მიზანი

  ბლოგის მიზანი  კვლავ მოგესალმებით და დეტალურად წარმოგიდგენთ ბლოგის მთავარ მიზანს.                                  ბლოგის შექმნის მიზანი: ...