გაკვეთილის რეფლექსია
მასწავლებელი:
ტ.გუკი
საგანი:
რუსული ენა
გაკვეთილის თემა: „Жизнь
замечательных людей“
სწავლების საფეხური: საბაზო
კლასი:
IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 7
სსსმ მოსწავლე:
არ ირიცხება
მასწავლებლის მიერ მიღწეული შედეგების გაანალიზება და
შეფასება.
2022 წლის 7 დეკემბერს ჩავატარე სავალდებულო გაკვეთილიმე-9 კლასშითემაზე:“Жизнь
замечательных людей».გაკვეთილის მიზანი იყო მოსმენის და ლაპარაკის უნარების განვითარება,ლექსიკის
გამდიდრება.კონკრეტულად,მათ უნდა მოუსმინონ ტექსტი და გააზრებინათ შინაარსი სხვადასხვა
აქტივობებითა და ნაცნობ ლექსიკო-გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენებით.გაკვეთილის
მიზანი იყო მკაფიოდ ,რეალისტურად ჩამოყალიბებული და მიღწევადი.მორგებული იყო კლასის საჭიროებებს გამომდინარეობდა ესგ-სტანდარტიდან
,მისაღწევი შედეგებისა და მათი ინდიკატორების გათვალისწინებით.
გაკვეთილზე დასახული
მიზნის მიღწევა განვახორციელე.მოსწავლეებმა
მოსმენის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით მოახდინეს ტექსტის გაგება-გააზრება
,რაც თვალნათლის გამოჩნდა გაკვეთილის შეჯამების დროს,როცა ისინი თავისუფლად ასრულებდნენ
მოცემულ დავალებებს.
გაკვეთილის მსვლელობა
დაგეგმილი გეგმის მიხედვით წარიმართა.გაწერილი აქტივობები სრულ თანხვედრაში იყო გაკვეთილის
მიზანთან.აქტივობების შორის დაცული იყო ლოგიკური თანმიმდევრობა მარტივიდან რთულისაკენ,რაც უზრუნველყოფდა
მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. ხელს ვუწყობდი თითეულ მოსწავლეს შესაძლებლობებისა და
უნარების მიხედვით ჩაბმულიყო საგაკვეთილო პროცესში.
გაკვეთილზე გამოყენებული
სასწავლო რესურსების შინაარსობრიობა მიზანშეწონილი იყო სასწავლო მიზანთან მიმართებაში
და ხელს უწყობდა დასახული მიზნის განხორციელებას.
გაკვეთილის ბოლოს
მოსწავლეები გავიდნენ ესგ. -ის მიხედვით დასახულ მიზნებზე.
გამოყენებული აქტივობების ეფექტურობა
გაკვეთილი მიმდინარეობდა
მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.პატივს ვცემდი მოსწავლეების მოსაზრებებს,განმავითარებელი
კომენტარების დახმარებით ვცდილობდი მათთვის სასარგებლო რეკომენდაციების მიცემას,ახალისებას
და ჩაბმას აქტიურ პროცესში.ვცდილობდი შემესრულებინა ფასილიტატორის ფუნქცია და საჭიროების
შემთხვევაში დავხმარებოდი მოსწავლეებს,რასაც,ვფიქრობ ,რომ ნაწილობრივ გავართვი თავი.
გამოვყოფდი რამოდენიმე
აქტივობას,რომელიც განსაკუთრებით დამეხმარა მიზნის მიღწევაში.
აქტივობა #2 ამ აქტივობამ
არანაკლები როლი ითამაშა სიღმრსეული წვდომის პროცესში წარმატების მიღწევაზე.საინტერესო
იყო მათთვის გამოწვევის ფაზა ,რამაც აღუძრა მოსწავლეებს ინტერესი და დადებითად განაწყო
მოსასმენი ტექსტისადმი.
აქტივობა #6 მოსწავლეებს
დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებიათ იმისთვის ,რომ შეადგინათ მინი-დიალოგები ნიმუშის მიხედვით
თარიღების გამოყენებით.ისინი უფრო თავისუფლად ორიენტირებდნენ თარიღების გარშემო.ცდილობდნენ
კითხვის დასმის დროს სწორად გამოეყენებინათ კითხვითი სიტყვები.ამ აქტივობის დროს ჩანდა
ერთმანეთზე ზრუნვა და პატივისცემა.
გაკვეთილის ძლიერ
მხარედ მივიჩნევ იმას,რომ:
Ø
გაკვეთილი
წარიმართა გეგმის შესაბამისად და მიღწეული იქნა დასახული მიზნები;
Ø
ყველა
მოსწავლე ჩართული იყო საგაკვეტილო პროცესში და ზრუნავდნენ ერთმანეთის წარმატებაზე.მათთვის
ვქმნიდი პოზიტიურ,ეფექტურ და უსაფრთხო სასწავლო გარემოს.
Ø
გაკვეთილი
რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და არ დამჭირდა ინსტრუქციების მიცემა ქართულად.
გაკვეთილზე
გეგმის/განსაზღვრული აქტივობების მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განმიხორციელებია,გარდა:
აქტივობა
#3 გეგმაში არ მქონდა მითითებული
,კონკრეტულად თუ რა მეთოდს გამოვიყენებდი ახალი სიტყვების გასაცნობად.ამ შემთხვევაში
გადავწყვიტე სინონიმებით ახსნა.მეტი დაინტერესების მიზნით,2-3 მათთვის ნაცნობი სიტყვაც
მქონდა ჩაწერილი,რათა მათი სინონიმის ძებნის დროს რამდენჯერმე მოეხდინათ სიტყვების
გადაკითხვა.ვფიქრობ,ჩანაფიქრმა გაამართლა და მოსწავლეებმა თუ სრულად არა ,მეტ-ნაკლებად
მოახდინეს ახალი სიტყვების გამოყენება მოსასმენ ტექსტზე მუშაობის დროს.
მართალია , განმავითარებელ შეფასებას მთელი საგაკვეტილო
პროცესის განმავლობაში ვაძლევდი მოსწავლეებს,მაგრამ ვფიქრობ კიდევ მჭირდება მუშაობა,რათა
გავიუმჯობესო პრაქტიკა მოსწავლეთა ეფექტურად შეფასების მიმართულებით.ამ მხრივ გავეცნობი
სათანადო მეთოდური ლიტერატურას ,გავიზიარებ ცხვა პედაგოგების გამოცდილებას.
ვთვლი,რომ მჭირდება მეტი მუშაობა მოსწავლეებთან მათი
მეტყველების გაუმჯობესების მიზნით,რადგანაც ისინი ტექსტის კითხისას და საუბრისას ცალკეულ
სიტყვებს ფრაზებს წარმოთქვამდნენ არასწორად, არასწორად სვამდნენ მახვილებს.ვეცდები
მეტყველების გასაუმჯობესებლად მოსწავლეებს შევთავაზო შესაბამისი დამატებითი აქტივობები,
სიტუაციური დიალოგები, ვამუშავებ სიმღერებზე,რაც
თანდათანობით ხელს შეუწყობს მატი მეტყველების დახვეწას.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზებისა,მოვახდინე
დასახული მიზნის მიღწევა.
ჩემი გაკვეთილის დეტალურმა ანალიზმა დამანახა კოლეგებს
შორის ურთიერთდასწრების აუცილებლობა ,რათა ნათლად დავინახო საკუთარი ხარვეზები და უკეთ
დავხვეწო ჩემი პროფესიული საქმიანობა.
საბოლოოდ, ჩატარებული გაკვეთილი დამეხმარა პროფესიურ
ზრდაში. ვფიქრობ, მომავალში არნიშნული ხარვეზების გათვალისწინება უფრო სრულფასოვანს
და ნაყოფიერს გახდის ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილს,რომელიც სარგებლობის მომტანი იქნება
,როგორც ჩემი მოსწავლეებისთვის ,ასევე ჩემთვისაც.
მასწავლებელი: ტ.გუკი
თარიღი: 09.12.2022წ.
კონკურსის რეფლექსია.
2022 წლის 14 დეკემბერს
სამტრედიის მე-8 საჯარო სკოლის ბაზაზე გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი მე-5კლასის მოსწავლეებს შორის.
ამ კლასში რუსული ენის სიყვარულის ჩანერგვის, კალიგრაფიული წერის უნარისა და შემეცნებითი ინტერესის განვითარების მიზნით ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. კონკურსი „დაწერე ლამაზად“ გაიმართა დევიზით: „კალიგრაფია არის წამალი და ტანვარჯიში ადამიანის გონებისა და სულისთვის“.კონკურსის მიზანი იყო მე-5 კლასის მოსწავლეებს შორის საუკეთესო კალიგრაფის გამოვლენა.
ბავშვებს რთული დავალება ჰქონდათ: ორიგინალური ტექსტის გადაწერა სწორი კალიგრაფიული წესით, დახრილობის, პროპორციებისა და ასოების შეხამების ყველა წესის დაცვით. მოსწავლეები ცდილობდნენ შეცდომის და შესწორებების გარეშე დასრულებულიყო ნამუშევარი, გულმოდგინედ გამოჰყავდათ თითოეული ასო. ბევრმა ბიჭმა დიდი სამუშაო შეასრულა. ბავშვებს მოუწიათ კალიგრაფიულად ზუსტად ჩამოეწერათ მოკლე ტექსტი შეცდომების გარეშე. კონკურსანტებს მოეთხოვებოდათ ტექსტის დაწერა სუფთა კალიგრაფიული ხელნაწერით (შესწორებისა და ბლომების გარეშე), კალიგრაფიისა და წერის სტანდარტების დაცვით, ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის წესების დაცვით. ბიჭები ცდილობდნენ ძალიან ლამაზად დაეწერათ, მართლწერის და კალიგრაფიის ყველა წესის დაცვით.რა ყურადღებითა და კონცენტრაციით გააცნეს ამ კონკურსის მონაწილეებმა წერილები ტექსტიდან! ასოები ზედიზედ იდო და, თითქოს ჯადოსნურად, სიტყვებად და მთლიან წინადადებებად ჩამოყალიბდა.
ყველა კონკურსანტი მიიღებს სერტიფიკატს. საუკეთესო ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება კალიგრაფიის გამოფენაზე, ხოლო მათი ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებით.
კონკურსის შედეგები:
დიპლომები გაიცემა:
I -კოპალეიშვილი ბარბარე
II-თევზაძე გიორგი
III-პანწკავა ნია და ლეჟავა დავით
კონკურსში მონაწილეობის სერთიფიკატები გადაეცათ:
კალაძე თამუნა
კალაძე მარიამ
ზამთარაძე მარიამ
ჯულაყიძე მარიამ
ხუჭუა ანასტასია
თოფჩიშვილი მათე
როხვაძე ავთანდილ
კონკურსის ორგანიზატორი
(რუსული ენის მასწავლებელი): ტ.გუკი
საგანმანათლებლო პროექტის რეფლექსია
2022წ. ნოემბერში სამტრედიის #8 საჯარო სკოლაში განვახორციელე სასწავლო პროექტი
„О Грузии с любовью“ მე-8 კლასში.
სასწავლო პროცესის მართვა მოიცავს დაგეგმილი აქტივობების შესაბამისი წესების გაცნობას მოსწავლეებისთვის , მათთან ერთად ქცევის წესების შემუშავებასა და მონიტორინგს.
სასწავლო პროექტი, არის როდესაც ადამიანთა ჯგუფი გარკვეულ დროში განსაზღვრული რესურსებით კონკრეტული საქმიანობებით გეგმავს არსებული მდგომარეობის შეცვლას სასურველი სიტუაციით, რასაც მოჰყვება იდეების ჩამოყალიბება (დაგეგმვა), მომზადება, განხორციელება და შედეგების წარდგენა პროექტის კეთება ციკლურ ბუნებას ღებულობს.
შესაბამისად პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცანი პროექტის შინაარსი და ვადები. მოსწავლეებს ვაძლევ სტიმულს , რომ ერთობლივად ჩამოვაყალიბოთ სასწავლო მიზნები, ხელს ვუწყობ მათი თანამონაწილეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდას.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები აყალიბებენ იდეას , გეგმავენ, ამზადებენ, ატარებენ და აანალიზებენ მასწავლებელი კი მონიტორინგს ახორციელებს და შეფასებების გადამოწმებას ახდენს. ნებისმიერი საგნის ათვისება გაცილებით უფრო ეფექტიანად ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე აქტიურად არის ჩაბმული შესასწავლი საკითხის კვლევა ძიებაში და ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებს არამარტო მზა მასალის ათვისებით, არამედ ინფორმაციის მოძიების, თვალსაჩინოებაზე მუშაობის და ინტერაქტიული სწავლების პროცესში ჩაბმის გზით, ამიტომ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარებას.
თემის შესახებ მოსწავლეთა დიდმა ინტერესმა და პრობლემის აქტუალურობამ მიბიძგა დამეგეგმა და განმეხორციელებინა პროექტი მე-8 კლასში. უპირველეს ყოვლისა, უნდა განმესაზღვრა საჭიროებები, რომელთა აღმოფხვრაც უნდა გამხდარიყო პროექტის მიზანი და შესაბამისობა ესგ სტანდარტთან.
ჟანრი
(IIუცხ.საბ. 1, 2, 3, 4,5)
სამეტყველო ქმედება
(IIუცხ.საბ. 2, 3, 4, 5)
ენობრივი საშუალებები (IIუცხ.საბ. 1, 2, 3, 4,5)
კულტურათა დიალოგი
(IIუცხ.საბ. 5)
მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი.
• მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
• გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
• მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
• მასწავლებლის დახმარებით ახდენს ცოდნისა და უნარის მობილიზებას; განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
• გუნდის წევრებთან ერთად, მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს საკუთარ ფუნქციებს;
• გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას; განახორციელებს პროექტს;
• გუნდის წევრებთან ერთად წარუდგენს სხვა ჯგუფის პროექტის გეგმის შავ ვარიანტს;
• შენიშვნების კომენტარის გათვალისწინებით გუნდის წევრებთან ერთად აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.
წინასწარ შედგენილი კითხვარის საშუალებით მოვახდინე გამოკითხვა თუ რა იცოდნენ მოსწავლეებმა არსებული საკითხის შესახებ ან რა უნდოდათ გაეგოთ. პროექტზე მუშაობა წარიმართა საინტერესოდ მოსწავლეები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს შესახებ.
ამ ხნის განმავლობაში ვხდებოდი სამუშაო შეხვედრები. ვაკვირდებოდი და ვაკეთებდი შუალედურ მონიტორინგს, ვამოწმებდი დავალებებს რამდენად სწორი მიმართულებით მიდიოდნენ. თითოეულ შეხვედრას ვინიშნავდი (დღიურში) და ვაფასებდი წინასწარ შედგენილი კრიტერიუმებით. იმ რისკფაქტორის აღმოსაფხვრელად, რომ შესაძლოა რომელიმე მათგანს ვერ მოეძიებინა საჭირო ინფორმაცია მივაწოდე ვებ გვერდის სია. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობის, კომუნიკაციის, ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარ-ჩვევები, ჩამოუყალიბდათ გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები, კრიტიკული აზროვნების უნარი, გააცნობიერეს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობა, გამოიტანეს სათანადო დასკვნები: თუ რამდენად მრავალფეროვანია საქართველოს ბუნება და მისი ისტორიის მიხედვით. როგორია საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა,ისტორიული მოვლენები . მიუხედავად საკმაოდ დიდი მასშტაბისა, ვფიქრობ პროექტით მისაღწევ მიზანს მივაღწიე და შედეგზე გავედი. პროექტზე მუშაობამ მასწავლა ,რომ თითოეული აქტივობის განხორციელების შემდეგ აუცილებელია ანალიზი, შემდეგი ნაბიჯების სწორად დასაგეგმად.
პროექტი შეფასდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ შთაბეჭდილებების სახით.გამოირჩეოდა ყველაზე აქტიური მოსწავლე მოსიძე ნინო.გაამზადა და გააფორმა
კედლის გაზეთი.ნინო მოსიძეს გადაეცა სერთიფიკატი აქტიური მონაწილეობისთვის.
მასწავლებელი :ტ.გუკი 08/12/2022წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий